თეატრში
სადამრიგებლო საათი
X კლასი
მიმართულება: ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება.
მიზანი: მოსწავლეთა მხატვრული, ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება.
მეათე კლასის მოსწავლეები უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში ფლორიან ზელერის ტრილოგიას ,,ვაჟიშვილი“ დაესწრენ. სპექტაკლის მოქმედებათა ცენტრში მოზარდია, რომელმაც მშობლების დაშორების შემდეგ საკუთარი თავი და ადგილი ვეღარ იპოვა. ვეღარც დედის და ვეღარც მამის გვერდით. უახლოესი ადამიანები გაუცხოვდნენ და ერთმანეთს ვეღარ უგებენ.
სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. -არ ვიცი, რა ხდება ჩემ თავს" - ეს არის ფრაზა, რომელიც მოსწავლეებს ამ პიესის ნახვისას ყველაზე მეტად ვაჟიშვილის სიტყვებიდან დაამახსოვრდათ.
სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს: რა გაიგეს და ისწავლეს პიესიდან? რომელი ეპიზოდი იყო განსაკუთრებით მათთვის საინტერესო?
მოსწავლეებს შეხვდნენ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბარათაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი, სოფელ ახალთერჯოლის დეპუტატი ჯემიკო ისაკაძე, საკრებულოს დეპუტატი ბიძინა ბუცხრიკიძე და საკრებულოს აპატარის წევრები.
საკრებულოს წევრები მოსწავლეებს ძალიან თბილად დახვდნენ, მოხარული იყვნენ მათი სტუმრობით. მათ ბავშვებს გააცნეს საკრებულოს მუშაობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია. მოსწავლეებმაც თავის მხრივ უამბეს სკოლაში მიმდინარე პროექტების შესახებ. სოფლის დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდები წამოწყებებს, რომლებიც რაიონისა და სოფლის განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ბატონმა დავით გოგბერაშვილმა კი მოსწავლეებს შესთავაზა პროექტებისა და ღონისძიებების საპრეზენტაციოდ გამოიყენონ საკრებულოს სხდომათა დარბაზი, ჩვენ მომავალში ამ შეთავაზებას აუცილებლად გამოვიყენებთ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივ -პატრიოტული ცნობიერების განვითარებას.
მედიაწიგნიერების კვირეული
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა ლიზი კუხიანიძემ და ნიკოლოზ ბუცხრიკიძემ.
პრეზენტაციები ძალიან საინტერესო და დროული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი გაეცნენ მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, ნახეს ვიდეო რგოლები კიბერ ბულინგის, ფეიკ ნიუსისა და ტროლების შესახებ. მრავალფეროვან ინფორმაციასთან ერთად გაეცნენ კონკრეტულ მაგალითებს და მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის დროს, როგორ ამოიცნონ ყალბი ამბები და ყალბი ექაუნთები.
პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ 21- ე საუკუნეში კიბერბულინგი ძალიან გავრცელებულია, იგი აგრესიას, ძალადობასა და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. ანონიმურობა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს აგრესიის ფორმებს. კიბერბულინგს განსაკუთრებით მძაფრად მოზარდები აღიქვამენ და ეს მათ დიდ ემოციურად აზიანებს. რომ პრეზენტაცია მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ შეიტყოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც კიბერბულინგს მოსდევს და შესაბამისად შეძლოს თავის დაცვა. კიბერბულინგი ბავშვებში იწვევს მენტალურ, სოციალიზაციისა და ჯანმრთელობის პრობლემებს. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები.
ქუთაისის სახელმწიფო ოპერაში
ჩემი კლასი ამჯერად ქუთაისის ოპერის თეატრს ესტუმრა, ისინი დაესწრნენ ზაქარია ფალიაშვილის ოპერას ,,დაისი“. წარმოდგენით მოსწავლეები დიდად ნასიამოვნები დაჩნენ. მათ შეიმეცნეს თუ როგორ შეიძლება მუსიკის გამოყენება, როგორც თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება. როგორ შეიძლება მუსიკით გადმოიცეს სამყაროს აღქმა, ადამიანის ცხოვრება, მისი შინაგანი მდგომარეობა. აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუსიკის როლის გააზრებასა და საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩემმა მოსწავლეებმა პოსტერის შექმნეს
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ქართული მარტო ენაა?"
საახალწლო ღონისძიება ,, საშობაო ზღაპარი"
Комментариев нет:
Отправить комментарий