eTwinning პროექტი ,, ჩემი ნაკვალევი სოციალურ მედიაში“ ,, My Footprints On Social Media“.
eTwinning-ის პროექტი ხორციელდება თურქეთის, რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის პარტნიორობით.
პროექტზე მუშაობენ მე-8, მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები, პროექტს ხელმძღვანელობს ელისო კუპატაძე.
პროეექტის აქტუალურობა და მიზანი: სოციალური მედიისა და ინტერნეტის გამოყენება დღეს ძალიან გავრცელებულია. ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას სოციალურ მედიაში აზიარებენ, თვალს ადევნებენ სხვების ცხოვრებას, ყიდულობენ, იხდიან გადასახადებს და ასრულებენ მრავალ განსხვავებულ საქმიანობას. ფაქტობრივად, განათლება თვეების განმავლობაში Covid19-ის პანდემიის პროცესში დისტანციურად მიმდინარეობდა. ამ აქტივობების შესრულებისას ჩვენი მოსწავლეები დროდადრო განიცდიან სირთულეებს და გაუცნობიერებლად ტოვებენ ძალიან ბევრ კვალს ინტერნეტში, რადგან არ არის საკმარისი ინფორმაცია მედიაწიგნიერების შესახებ. ჩვენი მიზანი ამ პროექტში არის გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსწავლეების სოციალური მედიის წიგნიერების კომპეტენციები, უზრუნველვყოთ ისინი ინფორმაციით ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ, ვაცნობოთ მათ ციფრული ანაბეჭდის შესახებ და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ უსაფრთხო ინტერნეტით. დეკემბერში დაწყებული პროექტი მაისამდე გაგრძელდება. პროექტის პროცესში შეიქმნება ინდივიდუალური და ერთობლივი პროდუქტები და გაიზრდება სტუდენტების ინფორმირებულობა ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენების რისკების შესახებ.
პროექტზემუშაობენჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ქაშაკაშვილი,
დათო კუხიანიძე, ნუგზარ დევიძე, თამარი გოგიაშვილი და ნინო აბჟანდაძე.
პროექტიორითვეამიმდინარეობს, მოსწავლეებსშესაძლებლობაჰქონდათZOOMპლატფორმისმეშვეობითგაცნობოდნენთანატოლებსსხვადასხვაქვეყნიდან, მოესმინათ მათ
მიერ შერჩეული ქალებისადმი მიძღვნილი ლექსები.
მოსწავლეებმა
გააკეთეს მათ მიერ შერჩეული ლექსების ჩანაწერები, რომლებსაც დაედო ინგლისური
ტიტრები. გუნდების ჩანაწერები გაერთიანდა დაშეიქმნაპოეზიისრეციტალი, რომელიც
განთავსდა ESEP
პლატფორმაზე.
პროექტში ჩართულობით შევძელით ჩვენი პატარა წვლილი
შეგვეტანა და ევროპულ არენაზე კიდევ ერთხელ
გაგვეტანა ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოეტების პოეზია. მადლობა ჩვენი სკოლის ინგლისური ენის
მასწავლებლს, ნათია მაკარიძეს, ლექსების თარგმანში დახმარებისათვის, ასევე მადლობა
ჩემს მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.
პროექტის ფარგლებში რამდენიმეჯერ გაიმართა პარტნიორი სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეხვედრა.
ბოლო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შედგა ZOOM პლატფორმაზე, მოსწავლეებმა გააცნეს ერთმანეთს ის პოეტები, რომელთა ლექსებიც წაიკითხეს პროექტისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий