საინტერესო, კონკურენტულ და „დაძაბულ“ გარემოში გაიმართა კლასებს შორის ინტელექტუალური კონკურსი ,,მოაზროვნე".
კონკურსის მიზანი იყო: ინტელექტუალი კლასების წარმოჩენა და წახალისება; მოსწავლეებს შორის კონკურენციის დონის ამაღლება; სკოლაში ინტელექტუალური კონკურსების ორგანიზების ტრადიციის დამკვიდრება.
კონკურსში მონაწილე კლასები დაჯგუფდა შემდეგნაირად:
1. მე-2, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდები;
2. მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეთა გუნდები;
გუნდები დიდი ხალისითა და მონდომებით პასუხობდნენ ინტელექტუალურ, ლოგიკურ და სახალისო შეკითხვებს, ცდილობდნენ მაქსიმალურად წარმოეჩინა თავიანთი შესაძლებლობები.
კონკურსის შედეგად პირველი ადგილი სამივე ასაკობრივ ჯგუფში დაიკავეს მე-4 , მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდებმა.
მეორე ადგილი წილად ხვდათ მე-2 , მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდებს.
მესამე ადგილზე გავიდნენ მე-3, მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეთა გუნდები.
მოაზროვნე კლასები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეთა ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას, მიზნით სკოლა ცდილობს კონკურსების წახალისებასა და ხელშეწყობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий